Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეა „პრევენციული“ ბირთვული დარტყმით იმუქრება


ჩრდილოეთი კორეა იმუქრება, რომ "პრევენციულ" ბირთვულ დარტყმას მიაყენებს თავის მტრებს. საგარეო უწყების ხუთშაბათის განცხადებაში ნათქვამია, რომ „რახან შეერთებული შტატები ბირთვული ომის გაჩაღებას აპირებს, ვისარგებლებთ ჩვენი უფლებით, პრევენციული დარტყმა მივაყენოთ აგრესორის შტაბბინას“. ეს განცხადება მოჰყვა ფხენიანის კიდევ ერთ მუქარას, რომ გააუქმებს 60 წლის წინ ხელმოწერილ ზავს, რომელმაც ბოლო მოუღო კორეის ომს. ზავის გაუქმების გეგმის მიზეზად ფხენიანი ასახელებს მის წინააღმდეგ გაეროს სანქციებსა და ამერიკა-სამხრეთ კორეის ყოველწლიურ სამხედრო წვრთნებს. დღეს გაეროს უშიშროების საბჭოში დაგეგმილია კენჭისყრა რეზოლუციაზე, რომელიც ითვალისწინებს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას. ექსპერტების შეფასებით, ფხენიანს არ შესწევს შეერთებული შტატების წინააღმდეგ ბირთვული დარტყმის განხორციელების უნარი.
XS
SM
MD
LG