Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ფანჯიკიძისთვის გაუგებარია, რატომ არ აწერს ხელს პრეზიდენტი ელჩების დანიშვნის ბრძანებას


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის გაუგებარია, რატომ არ აწერს ხელს ქვეყნის პრეზიდენტი პარლამენტის მიერ დამტკიცებული 9 ახალი ელჩის დანიშვნის ბრძანებას. ”თუ პრეზიდენტი ამბობს, რომ პატივს სცემს ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს, მაშინ რა უდგას წინ იმას, რომ ხელი მოაწეროს მისივე წარდგინებით პარლამენტის მიერ დამტკიცებული ელჩების დანიშვნის ბრძანებას”, - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს მაია ფანჯიკიძემ. საქართველოს პარლამენტმა 9 ახალი ელჩი, მათ შორის აშშ-სა და საფრანგეთში 20 თებერვალს დაამტკიცა. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია პრეზიდენტის ადმინისტრაცია. თავად მიხეილ სააკაშვილი ამჟამად იმყოფება საბერძნეთში, სადაც ევროპის სახალხო პარტიის მმართველი ჯგუფისა და ეროვნული დელეგაციების ხელმძღვანელთა შეხვედრაში მონაწილეობს.
XS
SM
MD
LG