Accessibility links

logo-print

ირანში დააპატიმრეს რეფორმების მომხრე ორი ჟურნალისტი


ირანში დააპატიმრეს რეფორმების მომხრე ორი ჟურნალისტი - გაზეთ „მაღრების“ მენეჯერი მოჰამად მეჰდი ემამი ნასერი და პოლიტიკური რედაქტორი ალირეზა აღაეირადი. ირანელი სტუდენტების საინფორმაციო სააგენტო „ისნას“ ცნობით, მათი დაპატიმრება უკავშირდება სტატიას, რომელიც პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის მიმართ კრიტიკულად იქნა მიჩნეული. ხოლო საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“ ორი ჟურნალისტის დაპატიმრებას უკავშირებს გაზეთ „მაღრებში“ ყოფილი პრეზიდენტის, ზომიერი კურსის მომხრედ მიჩნეული მოჰამად ხათამის წერილის გამოქვეყნებას. იანვარში ირანში 10-ზე მეტი ჟურნალისტი დააპატიმრეს უცხოურ მედიასთან კავშირში ბრალდებით. მედიის წინააღმდეგ ეს ზომები წინ უსწრებს ირანში ივნისისათვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს.
XS
SM
MD
LG