Accessibility links

logo-print

პარლამენტი კენჭს უყრის საგარეო-პოლიტიკურ კურსზე რეზოლუციის პროექტს


საქართველოს პარლამენტი დღეს კენჭს უყრის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე რეზოლუციის პროექტს. მსჯელობისა და კონსულტაციების შემდეგ, ინტერფრაქციული ჯგუფის პროექტი 19 პუნქტად ჩამოყალიბდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გია ვოლსკის შეფასებით, პროექტში ასახულია ყველა პრინციპული საკითხი. „შევასწორეთ, აზრი იგვე რჩება: არსებობს საქართველოს ეროვნული ინტერესები და არსებობს აუცილებლობა დიდი ძალების საერთო კონსესუსის მონახვისა, საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
XS
SM
MD
LG