Accessibility links

სილვიო ბერლუსკონის ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს


იტალიაში სასამართლომ ერთი წლით პატიმრობა მუსაჯა ყოფილ პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის, რომელიც დამნაშავედ ცნო საგამოძიებო ორგანოებისაგან უკანონოდ მოპოვებული ინფორმაციის გავრცელებაში. მოსალოდნელია, რომ ბერლუსკონი გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას და საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე თავისუფალი იქნება. ბრალდება უკავშირდება 2005 წლის მოვლენებს, როცა ბერლუსკონის მედია-ჰოლდინგში შემავალმა გაზეთმა დაბეჭდა ინფორმაცია პოლიციის მიერ გაკეთებულ ჩანაწერზე, რომელიც მოიცავდა კომპრომატებს ბერლუსკონის პოლიტიკური მეტოქეების წინააღმდეგ. ორი წლით და სამი თვით პატიმრობა შეეფარდა გაზეთის მფლობელს, პაოლო ბერლუსკონის, რომელიც სილვიო ბერლუსკონის ძმაა. ამ თვეში ყოფილი პრემიერ-მინისტრი კიდევ ორ ვერდიქტს მოელის - გადასახადების საკითხში თაღლითობისა და არასრულწლოვან მეძავთან ურთიერთობის საქმეებზე.
XS
SM
MD
LG