Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭომ ახალი სანქციები დაუწესა ჩრდილოეთ კორეას


გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი ახალ, მკაცრ სანქციებს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, ამ ქვეყანაში ბირთვული იარაღის მორიგ გამოცდაზე საპასუხოდ. ხუთშაბათს დამტკიცებული რეზოლუცია, რომლის პროექტიც პეკინმა და ვაშინგტონმა მოამზადეს, ასახავს ჩრდილოეთ კორეაში ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული იარაღის გამოცდის დაგმობას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. სანქციები ფხენიანს ურთულებს შეიარაღებისათვის საჭირო დაფინანსებისა და მასალების მოპოვებას. გაეროში აშშ-ის ელჩის, სიუზან რაისის განცხადებით, ჩრდილოეთი კორეა „ვერაფერს მიაღწევს“ მუქარითა და პროვოკაციებით. ეს შეფასება მოჰყვა ფხენიანის მუქარას, რომ „პრევენციულ“ ბირთვულ დარტყმას განახორციელებს შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ჩრდილოეთ კორეის მთავარი მოკავშირე, ჩინეთი აცხადებს, რომ მიზანშეწონილად მიაჩნია სანქციების „სრულად განხორციელება“, დაძაბულობის განმუხტვა და დიპლომატიის გზაზეს დაბრუნება.
XS
SM
MD
LG