Accessibility links

logo-print

ხამენეი დასავლეთს სიხისტეში ადანაშაულებს


ირანის უმაღლესი ლიდერი ალი ხამენეი დასავლეთს ადანაშაულებს იმაში, რომ დათმობებზე არ წავიდა გასულ კვირას ჩატარებულ მოლაპარაკებებში თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ. აიათოლა ხამენეიმ თქვა, რომ დასავლეთი ბირთვულ პროგრამას საბაბად იყენებს სანქციების დასაწესებლად. ეს კომენტარი ირანის უმაღლესი მმართველის პირველი საჯარო რეაქცია იყო ალმა-ათაში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც მონაწილეობას ირანი, აშშ, ჩინეთი, რუსეთი, საფრანგეთი და გერმანია იღებდნენ.
XS
SM
MD
LG