Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატმა დაზვერვის ახალ ხელმძღვანელად დაამტკიცა ჯონ ბრენანი


აშშ-ის სენატმა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ახალ დირექტორად დაამტკიცა ჯონ ბრენანი. კენჭისყრას წინ უძღოდა პროტესტი რესპუბლიკელებისა, რომლებიც კანდიდატურის დამტკიცებამდე მოითხოვდნენ პასუხებს შეკითხვებზე აშშ-ის ტერიტორიაზე ამერიკელი მოქალაქეების წინააღმდეგ უპილოტო თვითმფრინავების გამოყენების შესახებ. ბრენანმა, რომელიც თეთრი სახლის ყოფილი მრჩეველია ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტზე შეცვალა ნოემბერში გადამდგარი დევიდ პეტრეუსი.
XS
SM
MD
LG