Accessibility links

logo-print

დაპატიმრებულია ოსამა ბინ-ლადენის სიძე


აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, დაპატიმრებულ იქნა ალ-ყაიდის მოკლული ლიდერის, ოსამა ბინ-ლადენის სიძე, სულეიმან აბუ ღაითი. ის ტერორიზმის ბრალდებით წარდგება ნიუ-იორკში სასამართლოს წინაშე. როგორც იუწყებიან, სულეიმან აბუ ღაითი ნიუ-იორკში ჩაიყვანეს იორდანიიდან მას შემდეგ, რაც ის თურქეთში იქნა დაკავებული. შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, სულეიმან აბუ ღაითს წარდგენილი აქვს „შეერთებული შტატების მოქალაქეების დახოცვის“ მიზნით შეთქმულების ბრალდება. გენერალური პროკურორის, ერიკ ჰოლდერის განცხადებით, მისი დაპატიმრება ცხადჰყოფს, რომ შეერთებული შტატები არასოდეს აიღებს ხელს ალ-ყაიდის იმ ექსტრემისტების ძებნაზე, რომლებსაც კავშირი აქვთ 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებულ ტერაქტებთან. სულეიმან აბუ ღაითი, როგორც იუწყებიან, 47 წლისაა და ქუვეითშია დაბადებული. ის ჩანს ალ-ყაიდის ვიდეოჩანაწერებში, რომლებიც 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ გავრცელდა.
XS
SM
MD
LG