Accessibility links

logo-print

რუსეთში ცოცხალი გადარჩა ბიზნესმენი, რომელსაც 16-ჯერ ესროლეს


რუსეთში ცოცხალი გადარჩა ბიზნესმენი, რომელსაც 16-ჯერ ესროლა დაუდგენელმა პირმა. ინციდენტი წუხელ მოხდა ქალაქ ვოლგოგრადში. ბიზნესმენი, რომლის ვინაობასაც საჯაროდ არ ასახელებენ, თავდასხმის დროს ავტომანქანას მართავდა. ვოლგოგრადის საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივნის განცხადებით, თავდამსხმელმა ავტომატური იარაღიდან ესროლა ბიზნესმენს, რის შემდეგაც მიიმალა.
XS
SM
MD
LG