Accessibility links

logo-print

მოსკოვში დააკავეს „პუსი რაიოტის“ მხარდამჭერი პიკეტის 10-მდე მონაწილე


მოსკოვში პოლიციამ დააკავა, სულ ცოტა, 10 ადამიანი პიკეტზე, რომელიც ქალთა პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ მხარდასაჭერად იმართება სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის შენობასთან. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერით“ იუწყება ჯგუფი „ვოინა“. ამავე ცნობით, პიკეტის დანარჩენ მონაწილეებს აქციის გაგრძელების უფლება მიეცათ. შეკრებილები მოითხოვენ „პუსი რაიოტის“ დაპატიმრებული წევრების ვადამდე გათავისუფლებას. ერთ-ერთი დაპატიმრებულის, ნადეჟდა ტოლოკონიკოვას მეუღლემ, პიოტრ ვერზილოვმა ჟურნალისტებს უთხრა, როგორია მისი ცოლის დამოკიდებულება 8 მარტის - ქალთა საერთაშორისო დღის მიმართ. „8 მარტი, როგორც ნადია ამბობს შეტყობინებაში, რომელიც დღეს გამომიგზავნა, არის არა ქალთა დღე, არამედ ქალთა გათავისუფლების დღე. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნადიასა და მაშა ალიოხინას სიტუაცია აჩვენებს, რომ ჯერ კიდევ საჭიროა ქალთა უფლებებისათვის ბრძოლა“, - განაცხადა ტოლოკონიკოვას მეუღლემ. გაზეთ „ნოვაია გაზეტას“ ცნობით, პოლიციამ მას შემდეგ დაიწყო პიკეტის მონაწილეების დაკავება, რაც რამდენიმე აქტივისტმა დააპირა მორიგი პლაკატის გაშლა 50-მდე მეტრში იმ ადგილიდან, სადაც აქცია იმართება.
XS
SM
MD
LG