Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის სამინისტრო: წინასაარჩევნოდ ნაციონალური მოძრაობა შეიარაღებული ძალების საწვავით მომარაგდა


თავდაცვის სამინისტრომ დიმიტრი შაშკინის ხელმძღვანელობის პერიოდში არამიზნობრივი ხარჯები გასწია, კერძოდ, წინასაარჩევნო პერიოდში ნაციონალური მოძრაობა შეიარაღებული ძალების საწვავით მოამარაგა - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა განაცხადა, მისი განმარტებით, სამხედრო პოლიცია იძიებს საქმეს, რომლის მხოლოდ ერთი ეპიზოდით, 2012 წლის სექტემბერში სამეგრელოს რეგიონში არამიზნობრივად იყო გამოყენებული თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 22 ათასი ლიტრი ბენზინი და 16 ათასი ლიტრი დიზელის საწვავი. სამხედრო პოლიციის უფროსის კახაბერ ჩიხრაძის განცხადებით, შესაბამისი სიტყვიერი ბრძანება შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის იმჟამინდელი მოადგილის გიორგი კალანდაძისგან მიიღო ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ხელმძღვანელმა. ჩიხრაძის განმარტებით, ამ საქმეზე შაშკინის და კალანდაძის დაკითხვის და მათი პასუხისმგებლობის საკითხი მოგვიანებით გადაწყდება.
XS
SM
MD
LG