Accessibility links

logo-print

ვენეციის კომისიას მზად აქვს პირველადი დასკვნა სასამართლოების კანონის ცვლილებათა პროექტზე


ევროსაბჭოს ვენეციის კომისიას მზად აქვს პირველადი დასკვნა საერთო სასამართლოების კანონის ცვლილებათა პროექტზე, რომლის ავტორი საქართველოს იუსტიციის სამინისტროა. მისი პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მარიამ სხილაძემ სააგენტო ინტერპრესნიუსს ვენეციიდან აცნობა, რომ პირველადი დასკვნის მიხედვით კომისიის პოზიცია ცალსახად დადებითია. ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა საჯაროდ მოგვიანებით გამოქვეყნდება, მანამდე კი განიხილება ვენეციაში მიმდინარე სხდომაზე, რომელსაც ესწრებიან იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლები. ოპოზიციის შეფასებით, იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტი "ქართული ოცნების" პოლიტიკურ მიზანს ემსახურება, რადგან იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის ვადამდე დაშლას ითვალისწინებს. თავის მხრივ, მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაა.
XS
SM
MD
LG