Accessibility links

logo-print

მოსკოვში დააკავეს „პუსი რაიოტის“ მხარდამჭერი 20-მდე დემონსტრანტი


მოსკოვში პოლიციამ დააკავა, სულ ცოტა, 20 ადამიანი პიკეტზე, რომელიც ქალთა პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ მხარდასაჭერად გაიმართა, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. „პუსი რაიოტის“ ათობით მომხრე შეიკრიბა სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის შენობასთან. აქციაზე მოითხოვეს „პუსი რაიოტის“ დაპატიმრებული წევრების, ნადეჟდა ტოლოკონიკოვასა და მარია ალიოხინას გათავისუფლება. ორივე ორ-ორ წლიან პატიმრობას იხდის „რელიგიური სიძულვილით მოტივირებულ ხულიგნობაში“ ბრალდებით. ტოლოკონიკოვას მეუღლემ, პიოტრ ვერზილოვმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, როგორია მისი ცოლის დამოკიდებულება 8 მარტის - ქალთა საერთაშორისო დღის მიმართ. „8 მარტი, როგორც ნადია ამბობს შეტყობინებაში, რომელიც დღეს გამომიგზავნა, არის არა ქალთა დღე, არამედ ქალთა გათავისუფლების დღე. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნადიასა და მაშა ალიოხინას სიტუაცია აჩვენებს, რომ ჯერ კიდევ საჭიროა ქალთა უფლებებისათვის ბრძოლა“, - განაცხადა ტოლოკონიკოვას მეუღლემ.
XS
SM
MD
LG