Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვატიკანში 12 მარტს დაიწყება შეკრება ახალი პაპის ასარჩევად


ვატიკანის განცხადებით, რომის კათოლიკური ეკლესიის კარდინალები 12 მარტს შეიკრიბებიან კონკლავზე, ახალი პაპის ასარჩევად. ვატიკანის განცხადებაში, რომელიც პარასკევს გავრცელდა, ნათქვამია, რომ 115 კარდინალი მიიღებს მონაწილეობას პროცესში, რომელიც გაგრძელდება მანამდე, სანამ ერთი ადამიანი მიიღებს კარდინალების ხმების ორ მესამედს. კონკლავის მოწვევა საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში მოულოდნელად გადადგა პაპი ბენედიქტე XVI, ეკლესიის სათავეში რვა წელი ყოფნის შემდეგ.
XS
SM
MD
LG