Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარაკასში გაიმართა ჩავესის დაკრძალვის ცერემონია


კარაკასში გაიმართა ყოფილი პრეზიდენტის, უგო ჩავესის დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონია. ჩავესი კიბოს შედეგად გარდაიცვალა, 58 წლის ასაკში. დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ლიდერებმა, მათ შორის ჩავესის ახლო მოკავშირეებმა - ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა, კუბის ლიდერმა რაულ კასტრომ და ბელორუსიის ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ. ერთსაათიანი ცერემონია ვენესუელის სიმფონიურმა ორკესტრმა გახსნა, ეროვნული ჰიმნის შესრულებით. ვენესუელის მოქმედი ლიდერის, ნიკოლას მადუროს განცხადებით უგო ჩავესის ცხედარს ”ლენინის მსგავსად” შეინახავენ და შუშის აკლდამაში დაასვენებენ. ვენესუელაში არჩევნები 30 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.
XS
SM
MD
LG