Accessibility links

აშშ-ის თავდაცვის ახალი მინისტრი ავღანეთს ეწვია


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ჩაკ ჰეიგელი ავღანეთში ჩავიდა მოულოდნელი ვიზიტით. პენტაგონის ხელმძღვანელის რანგში ეს ჰეიგელის პირველი ვიზიტია ამ ქვეყანაში. ჰეიგელის თქმით, წინ ბევრი გამოწვევაა იმ ფონზე, როცა ნატო ემზადება ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვის ავღანეთის ძალებისთვის გადაბარებისთვის. „ჩვენ ჯერ კიდევ ომში ვართო“ - განაცხადა ჰეიგელმა და აშშ-სა და მის მოკავშირეებს მისიაზე კონცენტრაციის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. ჰეიგელმა მის დელეგაციაში მყოფ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ავღანეთის პრეზიდენტთან, ჰამიდ კარზაისთან საუბარს აპირებს ახლახან მიღებული ბრძანების თაობაზე, რომლის თანახმადაც აშშ-ის საგანგებო დანაყოფებმა ვარდაკის პროვინცია უნდა დატოვონ. ჰეიგელს არ დაუკონკრეტებია რის თქმას აპირებს კარზაისთვის. ავღანეთის პრეზიდენტმა ეს ბრძანება გასცა გავრცელებული ცნობების გამო, რომ ამერიკელ სამხედროებთან მომუშავე ავღანელები წამებაში მონაწილეობდნენ.
XS
SM
MD
LG