Accessibility links

logo-print

ვენესუელაში ერთგულების ფიცი დადო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა


ვენესუელაში ერთგულების ფიცი დადო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლას მადურომ. ინაუგურაცია მოჰყვა გარდაცვლილი პრეზიდენტის, უგო ჩავესის დაკრძალვის ცერემონიას, რომელიც პარასკევს გაიმართა. სამშაბათს გავრცელდა ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ. ნიკოლას მადურომ ვენესუელის საარჩევნო უწყებას მიმართა თხოვნით, რაც შეიძლება მალე დაინიშნოს საპრეზიდენტო არჩევნები. მის ინაუგურაციას კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნევს ოპოზიცია, რომელიც აცხადებს, რომ ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ უნდა შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობა, ახალი არჩევნების დანიშვნამდე. ჩავესის მმართველობისას მადურო ვიცე-პრეზიდენტი იყო და ჩავესი მას ასახელებდა თავის სასურველ მემკვიდრედ პრეზიდენტის პოსტზე.
XS
SM
MD
LG