Accessibility links

ეგვიპტეში სასამართლომ ძალაში დატოვა 21 პირისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი


ეგვიპტეში სასამართლომ ძალაში დატოვა სასიკვდილო განაჩენი, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოუტანა 21 ადამიანს, შარშან ფეხბურთის სტადიონზე არეულობაში შესრულებული როლისათვის. ამას გარდა, 51 ბრალდებულიდან სასამართლომ შაბათს ხუთ პირს მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა, ხოლო დანარჩენებს უფრო დაბალი სასჯელი შეუფარდა, ან გაათავისუფლა. არეულობები 2012 წლის თებერვალში მოხდა სუეცის არხთან მდებარე ქალაქ პორტ საიდში, ადგილობრივი და კაიროს საფეხბურთო გუნდების მატჩისას. წელს, იანვარში, სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა არეულობაში მონაწილე 21 პირს, რასაც პორტ საიდში კვლავ არეულობა მოჰყვა. დაიღუპა 40-მდე ადამიანი, მათი უმრავლესობა პოლიციის სროლის შედეგად. პარასკევს ეგვიპტის არმიამ დაიწყო პორტ საიდის ქუჩებში პატრულირება, ძალადობის განახლების საფრთხის გამო.
XS
SM
MD
LG