Accessibility links

ავღანეთში აფეთქება მოეწყო აშშ-ის თავდაცვის ახალი მინისტრის ვიზიტისას


ქაბულში, სულ ცოტა, ცხრა სამოქალაქო პირი შეეწირა თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ ავღანეთის თავდაცვის სამინისტროსთან მოწყობილ აფეთქებას. აფეთქება მოეწყო ავღანეთში შეერთებული შტატების თავდაცვის ახალი მინისტრის, ჩაკ ჰეიგელის ვიზიტისას. ოფიციალური პირების ცნობით, ჰეიგელი არ დაშავებულა. ოფიციალური პირების ინფორმაციით, თავდამსხმელი ველოსიპედით მივიდა თავდაცვის სამინისტროსთან. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.
XS
SM
MD
LG