Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეგის ქარდავას კიდევ ერთ ბრალდებას წარუდგენენ


საქართველოში კიდევ ერთ ბრალდებას წარუდგენენ სამხედრო პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელს, მეგის ქარდავას. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა პაიჭაძემ, მიმდინარეობს გამოძიება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე. ეს ფაქტები გასული წლის ივლისით თარიღდება და უკავშირდება ქმედებებს აფხაზეთიდან დევნილი პირის, როგორც პროკურატურის ცნობებშია მოხსენიებული, გ.ჩ.-ს მიმართ. მეგის ქარდავასა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს აქამდე ბრალი ჰქონდათ წაყენებული მაგ. სერგო თეთრაძის სიკვდილის საქმეზე.
XS
SM
MD
LG