Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში საპროტესტო აქციები მოჰყვა სასამართლოს გადაწყვეტილებას


ეგვიპტეში საპროტესტო აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც სასამართლომ ძალაში დატოვა 21 პირისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი. ეს განაჩენები ეხებათ სუეცის არხთან მდებარე ქალაქ პორტ საიდში შარშან, ფეხბურთის სტადიონზე არეულობაში მონაწილე პირებს. კაიროს საფეხბურთო კლუბ "ალ-აჰლის" გულშემატკივრები შაბათს ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციის შენობაში შეიჭრნენ და მას ცეცხლი წაუკიდეს. საპროტესტო აქციისა და დაპირისპირების შესახებ იუწყებიან პორტ საიდიდანაც. არეულობამ, რომელიც 2012 წლის თებერვალში მოხდა პორტ საიდის სტადიონზე, ადგილობრივი და კაიროს საფეხბურთო გუნდების მატჩისას, 74იადამიანი შეიწირა. შაბათს კაიროში სასამართლომ ძალაში დატოვა არეულობაში მონაწილეთა შორის 21 პირისათვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი.
XS
SM
MD
LG