Accessibility links

ქართველმა მორაგბეებმა 61:18 დაამარცხეს ესპანეთის ნაკრები


საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ანგარიშით 61-18 დაამარცხა ესპანეთის გუნდი. ევროპის ერთა თასის გათამაშების მეოთხე ტურის შეხვედრაში, რომელიც შაბათს თბილისში გაიმართა, ქართველმა მორაგბეებმა რვა ლელო დაუდეს მეტოქეს. ეს შეხვედრა იყო გამოსათხოვარი მატჩი ყოფილი კაპიტნის, ირაკლი აბუსერიძისათვის, რომელმაც უკანასკნელად ითამაშა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. მომდევნო შეხვედრას საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 16 მარტს, რუმინეთის გუნდის წინააღმდეგ გამართავს.
XS
SM
MD
LG