Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში სამი ოპოზიციონერი დააკავეს


აზერბაიჯანში სამი ოპოზიციონერი სტუდენტი დააკავეს კვირისთვის დანიშნულ საპროტესტო აქციამდე. აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების სააგენტოსა და გენერალური პროკურატურის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ აქტივისტები ოთხშაბათს შეიპყრეს მას შემდეგ, რაც მათ ბინებში რეიდების შედეგად აღმოაჩინეს ნარკოტიკები და ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე ბოთლები. აქტივისტები ოპოზიციური ახალგაზრდული მოძრაობის წევრები არიან. მათი ოჯახები ბრალდებებს შეთითხნილად მიიჩნევენ. ოპოზიცია აპირებს, კვირას გამართოს დემონსტრაცია ბაქოში, არმიაში ახალწვეულების სიკვდილისა და მათი უფლებების დარღვევის შემთხვევების გასაპროტესტებლად.
XS
SM
MD
LG