Accessibility links

logo-print

ავღანეთის პრეზიდენტი: აშშ-სა და თალიბანს „ყოველდღიური“ კონტაქტი აქვთ


ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ დღეს განაცხადა, რომ თალიბანის წარმომადგენლებს „ყოველდღიური“ კონტაქტი აქვთ შეერთებული შტატების მთავრობასთან. მისივე თქმით, მოლაპარაკებები იმართება „ევროპისა და სპარსეთის ყურის სახელმწიფოებში“. კარზაიმ დასძინა, რომ თალიბანი ავღანეთში თავდასხმებს არ წყვეტს, რათა თავისი ძალა აჩვენოს შეერთებულ შტატებს. პრეზიდენტის თქმით, თავდასხმები ავღანელებს არწმუნებს იმაში, რომ უსაფრთხოების მხრივ ვითარება გაუარესდება მას შემდეგ, რაც უცხოელი ჯარისკაცები ავღანეთს დატოვებენ 2014 წლის ბოლომდე. აშშ ჯერ არ გამოხმაურებია კარზაის ამ განცხადებებს.
XS
SM
MD
LG