Accessibility links

logo-print

ვენესუელაში 14 აპრილს გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები


ვენესუელის საარჩევნო კომისიის განცხადებით, 14 აპრილს ჩატარდება არჩევნები, რომელმაც უნდა განსაზღვროს, ვინ შეცვლის პრეზიდენტის პოსტზე უგო ჩავესს. ამის შესახებ შაბათს კარაკასში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ტიბისაი ლუსენამ. არჩევნების თარიღი დასახელდა მას შემდეგ, რაც პარასკევს გაიმართა ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ნიკოლას მადუროს ინაუგურაცია. მადურო საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერთვება, როგორც ვენესუელის მმართველი სოციალისტური პარტიის კანდიდატი. მისი მეტოქეა ოპოზიციონერი ენრიკე კაპრილესი, რომელიც გასული წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩავესმა დაამარცხა. ვენესუელაში 8 მარტს გაიმართა ჩავესის დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონია. ის 14 წელი იდგა ხელისუფლების სათავეში.
XS
SM
MD
LG