Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში სამინისტროების შემცირებას გეგმავენ


ჩინეთის ლიდერებმა წარმოადგინეს გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სამინისტროების რიცხვის შემცირებას და ბიუროკრატიული აპარატის რესტრუქტურიზაციას. გეგმა წარმოადგინეს საკანონმდებლო ორგანოს ყოველწლიურ სხდომაზე. გეგმით გათვალისწინებულ ზომებს შორის არის რკინიგზის სამინისტროს გაუქმება და მისი ამოცანების სხვა უწყებებისათვის ჩაბარება, აგრეთვე ოჯახის დაგეგმვის სამინისტროს მიერთება ჯანდაცვის სამინისტროსთან. გათვალისწინებულია ასევე სურსათის და მედიკამენტების მარეგულირებელი სააგენტოების გაძლიერება პროდუქციის უსაფრთხოების გარშემო ბოლოდროინდელ სკანდალებთან დაკავშირებით. მოსალოდნელია, რომ ჩინეთის საკანონმდებლო ორგანო სხდომის 17 მარტს დასრულებამდე მხარს დაუჭერს ყველა შეთავაზებულ ცვლილებას და დანიშნავს სახელმწიფოს ახალ ხელმძღვანელებს, მათ შორის პრეზიდენტ სი ძინპინს.
XS
SM
MD
LG