Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ში გაემგზავრა


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ერთკვირიანი ვიზიტის გეგმა ითვალისწინებს ოფიციალურ შეხვედრებს შეერთებული შტატების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბარში, პარლამენტის თავმჯდომარე შეეხო საქართველოშის საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის საკითხსაც. კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას. უსუფაშვილის თქმით, ამ დღეებში ჩატარდება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომა, რომელიც შეაჯერებს დეკემბერში ინიცირებულ ტექსტს: „ჩვენ ვცდილობთ, გავითვალისწინოთ ამ ტექსტთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების მოსაზრებები, მათ შორის პარლამენტის დათხოვნა-არდათხოვნის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ასე რომ, ეს ტექსტი იქნება შეჯერებული გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე“, განაცხადა დავით უსუფაშვილმა შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე. მასთან ერთად, საქართველოში დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის წევრები თედო ჯაფარიძე და ირაკლი ჩიქოვანი.
XS
SM
MD
LG