Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთი კორეა აცხადებს, რომ მზადაა „სრულმასშტაბიანი ომისათვის“


ჩრდილეოთ კორეის ოფიციალურ გაზეთ „როდონგ სინმუნში“ გამოქვეყნებული განცხადებით, ქვეყანა მზად არის შეერთებულ შტატებთან და სამხრეთ კორეასთან „სრულმასშტაბიანი ომისათვის“. ამ განცხადების ფონია დაძაბულობის გამწვავება კორეის ნახევარკუნძულზე. გასულ კვირაში ჩრდილოეთმა განაცხადა, რომ გამოდის თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულებიდან და შესაძლოა, „პრევენციული“ ბირთვული დარტყმა განახორციელოს. 9 მარტს გაეროს უშიშროების საბჭომ ახალი სანქციები დააწესა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, ამ ქვეყანაში გასულ თვეში ჩატარებული, რიგით მესამე ბირთვული გამოცდის საპასუხოდ.
XS
SM
MD
LG