Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში დააკავეს 150 პირი, ქრისტიანებზე თავდასხმების შემდეგ


პაკისტანის პოლიციამ 150-მდე ადამიანი დააკავა ქრისტიანებზე მუსლიმების ბრბოს თავდასხმის შემდეგ. ინციდენტი მოხდა აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ლაჰორში. პოლიციის ცნობით, 5000-მდე მუსლიმი შეიჭრა ქრისტიანების უბანში, დაარბია საცხოვრებელი სახლები და მაღაზიები. თავდასხმა დაიწყო მას შემდეგ, რაც პარასკევს დააკავეს ქრისტიანი მამაკაცი, რომელიც მისმა მეგობარმა დაადანაშაულა წინასწარმეტყველ მუჰამედის შესახებ მკრეხელურ საუბარში. პაკისტანში ისლამის მიმართ მკრეხელობა სიკვდილით ისჯება. კვირას პაკისტანის რამდენიმე ქალაქში გაიმართა ქრისტიანთა საპროტესტო აქციები, მთავრობისაგან მათი უკეთ დაცვის მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG