Accessibility links

სირიის ქალაქ ჰომსში ბრძოლა გაძლიერდა


სირიის ქალაქ ჰომსში და მის მისადგომებთან ბრძოლა გაძლიერდა. ოპოზიციის აქტივისტების ცნობით, ქალაქის დასავლეთსა და ჩრდილოეთში სუნიტმა მეამბოხეებმა გაარღვიეს სამთავრობო პოზიციები. გავრცელებული ინფრომაციით, სამთავრობო ძალებმა კვირას დაბომბეს ჰომსის დასავლეთი ნაწილი. ბოლო ათი დღის განმავლობაში ხალიდიის, ალ-ყუსურისა და ძველი ჰომსის რაიონების დასაკავებლად მიმდინარე ბრძოლისას ორივე მხარეს დიდი მსხვერპლი მოჰყვა. სირიის აღმოსავლეთში სამთავრობო საჰაერო ძალებმა დაბომბეს ქალაქი რაქა, რომელიც გასულ კვირაში მეამბოხეებმა დაიკავეს. გაეროს პროგნოზით, სირიიდან ლტოლვილთა რაოდენობა წლის ბოლომდე გასამმაგდება.
XS
SM
MD
LG