Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში თავი მოიკლა ჯგუფურ გაუპატიურებაში მთავარმა ბრალდებულმა


ინდოეთის პოლიციის ინფორმაციით, დელის ციხეში თავი მოიკლა ჯგუფურ გაუპატიურებაში მთავარმა ბრალდებულმა რამ სინგჰმა. მან ორშაბათს საკანში თავი ჩამოიხრჩო. სინგჰი მართავდა ავტობუსს, რომელშიც გასული წლის დეკემბერში 23 წლის სტუდენტი გოგო ექვსმა პირმა გააუპატიურა. ამ ფაქტმა ინდოეთში დიდი აღშფოთება გამოიწვია. დანაშაულის მსხვერპლი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG