Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყო ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება


დღეს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე დაიწყო ქართულ-ამერიკული სწავლება Agile Spirit 2013. თავდაცვის სამინისტროს ინფრომაციით, სწავლებაში მონაწილეობენ საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი, რომელიც ავღანეთიდან უდანაკარგოდ დაბრუნდა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის 350 სამხედრო მოსამსახურე. სამინისტროს განმარტებით, ერთობლივი წვრთნა მიზნად ისახავს სამხედრო დანაყოფებს შორის ურთიერთქმედების გაღრმავებას და ამბოხებულთა საწინააღმდეგო და სამშვიდობო ოპერაციებში ერთმანეთის გაძლიერებას. ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება 5 აპრილს დასრულდება.
XS
SM
MD
LG