Accessibility links

ნაციონალური მოძრაობა მოქალაქეებს აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს


ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოს მოქალაქეებს კვლავ მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ პარტიის მიერ 19 აპრილს, თბილისში დაგეგმილ აქციაში. დღევანდელ ბრიფინგზე ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ გასულ კვირაში ევროპარლამენტართა ჯგუფმა საქართველოში გამოგზავნა წერილი, რომელშიც ბოლო წლებში პირველად გამოითქვა შეშფოთება ქვეყნის ევროპული ორიენტაციის მომავლის გამო. მერაბიშვილი ამ წერილიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ საზოგადოების წარმომადგენლებმა, მიუხედავად მათი პოლიტიკური ორიენტაციისა, 19 აპრილს რუსთაველის გამზირზე კიდევ ერთხელ უნდა გამოხატონ ხალხის ნება, რომ საქართველოს მომავალია ნატო და ევროკავშირი და ქვეყნის უსაფრთხოებისა და განვითარების გზა გადის მხოლოდ ევროპაზე. საქართველოს პარლამენტმა უმრავლესობის და უმცირესობის შეთანხმებით, 7 მარტს დაამტკიცა რეზოლუცია, რომლის ერთ-ერთი მთავარი პუნქტით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.
XS
SM
MD
LG