Accessibility links

მაგნიტსკის საქმეზე სასამართლო 22 მარტისთვის გადაიდო


მოსკოვის სასამართლოში გაიხსნა და მყისვე 22 მარტისთვის გადაიდო სხდომა, რომელზეც აწ გარდაცვლილი ადვოკატის, სერგეი მაგნიტსკისთვის წაყენებულ, გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებას განიხილავენ. გავრცელებული ცნობით, თანამედროვე რუსეთის ისტორიაში ეს გარდაცვლილი განსასჯელის გასამართლების პირველი შემთხვევაა. სხდომის გადადების მიზეზად დასახელდა დაცვის მხარისთვის მეტი დროის მიცემა მოსამზადებლად. მაგნიტსკის ოჯახი აცხადებს რომ საქმე შეთითხნილია და სასამართლო სხდომებს არ ესწრება. მაგნიტსკი 2009 წელს, წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას გარდაიცვალა. ის მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც რუს ოფიციალურ პირებს ბრალი დასდო 230 მილიონი დოლარის მითვისებაში. ამ საქმემ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობა გამოიწვია. შარშან აშშ-მა მიიღო კანონი, რომელიც სანქციებს უწესებს მაგნისტკის სიკვდილთან კავშირის მქონე რუს ოფიციალურ პირებს. მოგვიანებით რუსეთმა შემოიღო კანონი, რომელიც კრძალავს რუსეთიდან ბავშვების აშშ-ის მოქალაქეებზე გაშვილებას.
XS
SM
MD
LG