Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქო: მთიან ყარაბაღთან სნაიპერმა ჯარისკაცი მოკლა


აზერბაიჯანის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონის საზღვართან სნაიპერის ტყვიას ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ალი აბილოვი კვირას მოკლეს. სომხეთი - რომელიც მთიან ყარაბაღს აკონტროლებს - უარყოფს ცნობას, რომ ამ ტერიტორიიდან გასროლა მოხდა. ამ ცნობის გავრცელებამდე ერთი დღით ადრე ბაქოში პოლიციამ ძალადობრივად დაშალა ასობით დემონსტრანტი. აქცია აზერბაიჯანის ჯარში სამხედროების სიკვდილის და მათ წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევების გასაპროტესტებლად იმართებოდა. ბოლო დღეების მანძილზე აზერბაიჯანის ჯარში მომსახურე რამდენიმე ახალგაზრდა დაიღუპა. სამხედროების დაღუპვის ირგვლივ პირველი საპროტესტო კამპანია იანვარში მოაწყვეს აქტივისტებმა, ჯეიჰუნ ყუბადოვის სიკვდილის ფაქტის გასაპროტესტებლად. სამხედრო სტრუქტურების წარმომადგენლების მტკიცებით, ყუბადოვი გულის შეტევამ იმსხვერპლა. თუმცა ოჯახმა გამოაქვეყნა დაღუპულის ფოტოები, რომლებზეც მის გვამს ძალადობის კვალი ეტყობოდა.
XS
SM
MD
LG