Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში გატაცებულმა უკრაინელმა ჟურნალისტმა გაქცევა მოახერხა


უკრაინის მედიის თანახმად, უკრაინელმა ჟურნალისტმა, რომელიც სირიაში გაიტაცეს, მოახერხა თავი დაეღწია გამტაცებლებისთვის. ანხარ კოჩნიევას ნათესავებმა ჟურნალისტებს აცნობეს, რომ ამჟამად ის დამასკში იმყოფება და უსაფრთხოდ არის. ეს ცნობა ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ. კოჩნიევა ოქტომბერში გაიტაცა ჯგუფმა, რომელიც საკუთარ თავს აცხადებდა თავისუფალი სირიის არმიის ნაწილად. ეს ორგანიზაცია პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მმართველობას უპირისპირდება. ნოემბერში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც კოჩნიევა ამბობდა რომ რუსეთის სპეცსამსახურების აგენტია და ითხოვდა, დააკმაყოფილეთ ჩემი გამტაცებლების მოთხოვნებიო. უცნობია ის აიძულეს თუ არა ეს აღიარება გაეკეთებინა. მოგვიანებით გამტაცებლებმა თავიანთ ვებგვერდზე დაწერეს, რომ მისი განთავისუფლებისთვის 50 მილიონ დოლარს ითხოვდნენ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ სირიის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებას აწარმოებდა ჟურნალისტის განთავისუფლების თაობაზე.
XS
SM
MD
LG