Accessibility links

უსუფაშვილი ზოგიერთ ევროპარლამენტარს ურჩევს არ მოაწერონ ხელი "სიცრუეზე დაფუძნებულ განცხადებებს“


“თქვენი წერილი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ევროპული ღირებულებების ერთგულებისთვის ევროპაში ცხოვრების ფაქტი არ კმარა. თქვენ ევროპაში ცხოვრობთ, მაგრამ სააკაშვილის პოლიციური რეჟიმისთვის მხარდაჭერით, თავად ემიჯნებით ევროპას. ამით თავად ევროპას ალბათ ბევრს ვერაფერს დააკლებთ, მაგრამ ჩემი პატარა ქვეყანა კი შესაძლოა ამგვარი "ევროპელების" მორიგი მსხვერპლი გახდეს”- ნათქვამია წერილში, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა "ევროპის სახალხო პარტიის" წევრ ევროპარლამენტარებს მისწერა იმ მიმართვის საპასუხოდ, რომელიც 6 მარტს ევროპარლამენტის 23-მა წევრმა ბიძინა ივანიშვილის გაუგზავნეს. ევროპარლამენტართა ჯგუფი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელ მიმართავს პრეზიდენტ სააკაშვილისადმი მუქარას უწოდებენ და საუბრობენ საფრთხეზე, რომ საქართველო, შესაძლოა, დაშორდეს ევროპას. „მე რამდენიმე თქვენგანისთვის პირადად არერთხელ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ - დაგვიწესეთ უმაღლესი ევროპული სტანდარტები და განგვსაჯეთ ამ სტანდარტების მიხედვით. ეს ჩვენ ძალიან გვჭირდება პოსტ-კომუნიზმისგან თავის დასაღწევად. მაგრამ ამ სტანდარტების მეტრად სააკაშვილს და მის რეჟიმს ნუ დაგვისახავთ, ეს ევროპის შეურაცხყოფაა... ამიტომ, ბატონო ევროპარლამენტარებო ევროპის სახალხო პარტიიდან, მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ სიცრუეზე დაფუძნებულ მსგავს განცხადებებზე ხელმოწერისგან. ამის გამო მალე თავადვე შეგრცხვებათ,“- ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვაში.
XS
SM
MD
LG