Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მოკლეს ორი ამერიკელი ჯარისკაცი


ორი ამერიკელი ჯარისკაცი მოკვდა და რამდენიმე ავღანელი დაიჭრა ვარდაკის პროვინციაში პოლიციის ქვედანაყოფზე, ავღანელი ჯარისკაცის ფორმაში ჩაცმული ექსტრემისტის თავდასხმის შედეგად. ინფორმაცია თავდასხმის შესახებ ავღანეთში ნატოს კოალიციური ჯარების სარდლობამ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა. ვარდაკის პროვინციაში, საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების შემადგენლობაში აშშ-ის სპეცდანიშნულების ჯარისკაცები მსახურობენ.
XS
SM
MD
LG