Accessibility links

logo-print

აგრარული უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის შეჩერებას პრეზიდენტი და ამერიკის ელჩი გამოეხმაურნენ


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ”ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერებას დაუსაბუთებელი და უსამართლო უწოდა. "ხელისუფლება საქართველოს ყველაზე თანამედროვე და პროგრესული უნივერსიტეტის დახურვას ცდილობს. ამით დარტყმას აყენებს საქართველოს მომავალს” - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის შეჩერებას გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი, რიჩარდ ნორლანდი, რომელმაც აკადემიური და პოლიტიკური საკითხების ერთმანეთისგან გამიჯვნის მნიშვნელობაზე ილაპარაკა. ”ადრე იყო ბრალდებები, რომ ხშირად ხდებოდა აკადემიური და პოლიტიკური საკითხების ერთმანეთში არევა. ბრალდებები ისმის ახლაც, რომ დღესაც იგივე ხდება, ამდენად ეს თემა საჭიროებს შესწავლას, რათა უზრუნველყოფილი იყოს აკადემიური და პოლიტიკური საკითხების ერთამენთისგან გამიჯვნა", - განუცხადა რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს.
XS
SM
MD
LG