Accessibility links

logo-print

გაერო ჩრდილოეთ კორეას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შეახსენებს


გაერო მოუწოდებს ჩრდილოეთ კორეას, რომ ცალმხრივად არ გაწყვიტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 1953 წლის შეთანხმება, რომლითაც კორეის ომი დასრულდა. ჩრდილოეთ კორეის მთავრობას არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება 60 წლის წინანდელი შეთანხმების გაუქმების შესახებ, თუმცა, ქვეყნის ოფიციალური გაზეთი „როდონგ სინმუნი“ იუწყება, რომ შეთანხმება ფაქტიურად ძალადაკარგულია მას შემდეგ, რაც ფხენიანმა განაცხადა, რომ უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტის პირობების დაცვაზე. აღნიშნული მუქარა ჩრდილოეთ კორეამ გააკეთა აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო მანევრების წინ, რომელიც ორშაბათს დაიწყო. ვითარება კორეის ნახევარკუნძულზე დაიძაბა მას შემდეგ, რაც 12 თებერვალს ფხენიანმა რიგით მესამე ბირთვული გამოცდა ჩაატარა. ჩრდილოეთ კორეის ამ ნაბიჯს, გასულ კვირაში, გაეროს ახალი სანქციები მოჰყვა. სეულმა გაეროს ამ გადაწყვეტილებას საკუთარი სამხედრო ძალების მომეტებული საბრძოლო მზადყოფნით უპასუხა.
XS
SM
MD
LG