Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ზურაბიშვილის თქმით, აგრარული უნივერსიტეტის შესახებ გადაწყვეტილება არ არის პოლიტიკურად მოტივირებული


აგრარული უნივერსიტეტის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო განცხადება გაავრცელა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ დავით ზურაბიშვილმა. ის განმარტავს, რომ ავტორიზაციის შეჩერება არ ნიშნავს მის შეწყვეტას და გაუქმებას და შესაბამისად სიცრუეა ის, რომ უნივერსიტეტი დაიხურა. დავით ზურაბიშვილის განცხადებით, აგრარულ უნივერსიტეტს მიეცა ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად, რის შემდეგაც შეუძლია კვლავ წარადგინოს ავტორიზაციის აღდგენის განაცხადი და ამ ხნის განმავლობაში საუნივერსიტეტო ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდება. ”კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება აგრარული უნივერსიტეტის შესახებ მიღებული იყო პოლიტიკური მოტივაციის საფუძველზე და ყველაფერი გაკეთდება მხოლოდ კანონის შესაბამისად"- ნათქვამია განათლების მინისტრის მოადგილის, დავით ზურაბიშვილის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG