Accessibility links

logo-print

„როსპოტრებნადზორი“ ქართველი მეწარმეების ვიზებისთვის შუამდგომლობას აპირებს


რუსეთის ფედერალური სამსახური „როსპოტრებნადზორი“ აპირებს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ვიზის მისაღებად უშუამდგომლოს ქართული ალკოჰოლური პროდუქციის მწარმოებლებს, რომლებიც რუსეთში რეგისტრაციისთვის ნიმუშების გასაგზავნად სირთულეებს აწყდებიან - ამის შესახებ დღეს სააგენტო ინტერფაქსს განუცხადა „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა გენადი ონიშჩენკომ. მისივე თქმით, სიტუაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ ქართველი მწარმოებლების არასაკმარისი აქტიურობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ვიზის მიღების პრობლემაა. ონიშჩენკოს ინფორმაციით, ჯერჯერობით პროდუქციის ნიმუშები მხოლოდ ერთი ქართული კომპანიისგან მიიღეს და თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, გადაიდება 25 მარტისთვის დაგეგმილი ინსპექტირების მეორე ეტაპი. შემოწმების პირველი ეტაპის შედეგად, რომელიც 1 მარტს დასრულდა, როსპოტრებნადზორმა ალკოჰოლური და მინერალური სასმელების მწარმოებელ 40 ქართულ კომპანიას მისცა რუსეთში რეგისტრაციისთვის ნიმუშების გაგზავნის ნებართვა.
XS
SM
MD
LG