Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი დეპუტატი ლუგოვოი უნდობლობას უცხადებს ლონდონის სასამართლოს


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ანდრეი ლუგოვოი, რომელზეც ბრიტანეთს ძებნა აქვს გამოცხადებული ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაში ბრალდების გამო, - უნდობლობას უცხადებს ლონდონის სასამართლოს. მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ლუგოვოიმ განაცხადა, რომ ლონდონის სასამართლოს მის წინააღმდეგ არც ერთი მტკიცებულება არ მოეპოვება. „ჩემთვის ცხადი გახდა, რატომ ვერ წარმოადგინა ბრიტანეთის მხარემ ვერც ერთი მტკიცებულება ლიტვინენკოს საქმეზე. ასეთი მტკიცებულებები, უბრალოდ, არ ყოფილა. არსებობდა ველური, არაფრით გამყარებული ვარაუდების გროვა. არსებობდა პოლიტიზებული ფანტაზიები ლონდონელი დეტექტივებისა, რომლებიც მეტისმეტად გაიტაცა ბერეზოვსკისა და გოლდფარბის სტატიების კითხვამ. არსებობს კიდევ უამრავი ბოდვა, რომელთა მიღმაც ამ საქმის ჭეშმარიტი არსი იმალება: მათ სურთ, რუსეთი დაადანაშაულონ ლიტვინენკოს სიკვდილსა და რადიოაქტიური ნივთიერებების გამოყენების გზით სახელმწიფო ტერორიზმში.“ რუსეთის უშიშროების მაღალჩინოსანი ალექსანდრ ლიტვინენკო, რომელიც აცხადებდა, რომ კრემლმა მას ბორის ბერეზოვსკის მკვლელობა შეუკვეთა, - 2006 წელს პოლონიუმით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG