Accessibility links

logo-print

ჩინეთი, ირანი და სირია „ინტერნეტის ყველაზე“ დიდი მტრები არიან


ინტერნეტის ცენზურისა და ინტერნეტით ჯაშუშობის მხრივ ყველაზე საშიში ქვეყნების სიაში ჩინეთი, ირანი და სირია აღმოჩნდნენ. ამის თაობაზე საუბარია საფრანგეთში მდებარე ჟურნალისტების უფლებათადამცველი ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ანგარიშში, რომელსაც „ინტერნეტის მტრები“ ეწოდება. ოთხშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, რეჟიმები, რომლებიც ახშობენ განსახვავებულ აზრს, არ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა იოლად შეიძინონ ინტერნეტით თვალთვალის შესაძლებლობები. ორგანიზაციამ „ციფრული ეპოქის დაქირავებული მებრძოლები“ უწოდა იმ ხუთ კომპანიას, რომლებიც რეპრესიულ რეჟიმებს ეხმარებიან. მათ შორის უმსხვილესია ჩინეთის „დიდ კედლად“ წოდებული კომპანია, რომელიც უცხოურ ვებ-საიტებს ფილტრავს.
XS
SM
MD
LG