Accessibility links

logo-print

მაია ფანჯიკიძე გმობს აფხაზეთის ლიდერის მოსკოვში დაგეგმილ შეხვედრებს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგმო აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდე ანქვაბის მოსკოვში დაგეგმილი შეხვედრები. გავრცელებული ინფორმაციით ანქვაბს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიღებს. ჟურნალისტებთან საუბრის დროს სამშაბათს, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ „ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას და კრიტიციზმს იწვევს ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ტერიტორული მთლიანობისკენ არის მიმართული“. ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე ალექსანდრე ანქვაბი მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ მიიღო. მოსკოვის საპატრიარქოს პრესმდივანმა ალექსანდრ ვოლკოვმა სააგენტო რია-ნოვოსტის განუცხადა, რომ დახურული შეხვედრისას საუბარი იყო რუსი და აფხაზი ხალხის სულიერ ურთიერთკავშირზე.
XS
SM
MD
LG