Accessibility links

ბიძინა ივანიშვილი ევროპის „სახალხო პარტიას“ მკვეთრ წერილს გაუგზავნის


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროპის "სახალხო პარტიისთვის" მკვეთრ და ფართო წერილს ამზადებს. ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს ქართველ ექსპერტებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებული მიმართვის კომენტირებისას განუცხადა. ივანიშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი შეაქო იგივე ადრესატებისადმი მისი ამასწინანდელი მიმართვის გამო. „უახლოეს დღეებში "სახალხო პარტიას" უფრო მკვეთრ და ფართო წერილს მივწერ, რადგან ევროპელობა არ ნიშნავს, რომ ყველამ ჭკუა უნდა გვასწავლოს. ის წერილი სირცხვილია ან ევროპარლამენტარებმა არ იცოდნენ, ხელს რაზე აწერდნენ. ჩვენ შევძლებთ, დავარწმუნოთ სიმართლეში ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის სიცრუეში ცხოვრებას ახერხებდნენ", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე ინფორმაციით, მისი წერილის გამოქვეყნება დიდი ზომიდან გამომდინარე დაგვიანდა, რადგან "ფაინენშელ თაიმსმა" და "უილ სტრიტ ჯორნალმა" ქართულ მხარეს ამ წერილის მხოლოდ მესამედის დაბეჭდვა შესთავაზეს.
XS
SM
MD
LG