Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპის არჩევის პირველი კენჭისყრა უშედეგოდ დასრულდა


სიქსტეს კაპელის საკვამურიდან ამოსულმა შავმა კვამლმა კაპელის წინ შეკრებილებს და მსოფლიოს ამცნო, რომ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა, 115-მა კარდინალმა, პირველ ცდაზე ვერ აირჩია რომის ახალი პაპი, ანუ მათ ვერ შეძლეს შეთანხმება. არჩევნების ცერემონიის დაწყებამდე კარდინალებმა დადეს ფიცი, რომ იქ მომხდარის დეტალებს საიდუმლოდ შეინახავენ. კათოლიკური ეკლესიის ახალი მამამთავარის არჩევამდე, კარდინალები სრულ იზოლაციაში იქნებიან. ხვალ კიდევ ოთხი კენჭისყრა შეიძლება მოეწყოს.
XS
SM
MD
LG