Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარდინალების კრება დღეს კვლავ შეეცდება პაპის არჩევას


დღეს კარდინალები კლავ შეეცდებიან ახალი პაპის არჩევას. სამშაბათს სიქსტის კაპელაში შეკრებილმა 115–მა კარდინალმა ვერ შეძლო შეთანხმება. ამაზე მეტყველებს პირველი კენჭისყრის შემდეგ კაპელის საკვამურიდან ამოსული შავი კვამლი. კენჭისყრის პროცედურა განმეორდება მანამდე, სანამ კარდინალების ორი მესამედი ერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს. ერთ დღეში ოთხი კენჭისყრის ჩატარებაა დაშვებული. კენჭისყრა მსჯელობის გარეშე, დუმილის ფონზე მიმდინარეობს. თუკი სამი დღის განმავლობაში ვერ მოხერხდება პაპის არჩევა, შესაძლებელია პროცესი ერთი დღით შეჩერდეს ლოცვისა და არაოფიციალური მოლაპარაკებისთვის. ახალი პაპის არჩევის ნიშნად სიქსტის კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვა. ბენედიქტე მე–16–მ კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლობაზე უარი გასულ თვეში განაცხადა და მიზეზად ფიზიკური მდგომარეობა დაასახელა.
XS
SM
MD
LG