Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კოსმოსური სააგენტო - მარსზე დიდი ხნის წინ შესაძლოა სიცოცხლე იყო


აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს - ”ნასას” თანახმად, მარსზე აღებული ნიმუშები აჩვენებს, რომ ამ პლანეტაზე დიდი ხნის წინ შესაძლოა სიცოცხლე იყო. ”ნასას” მეცნიერებმა კვლევის შედეგები სამშაბათს გამოაქვეყნეს. ეს მოხდა შვიდი თვის მერე, რაც ყველგანმავალი ”კურიოსიტი” მარსზე დაჯდა და რამდენიმე თვის შემდეგ, რაც ყველგანმავლის რობოტის საშუალებით მარსზე ღრმულის გაკეთება და ნიმუშების აღება მოხერხდა. მეცნიერები აცხადებენ, რომ ”კურიოსიტის” მიერ მოპოვებული ნიმუშები შეიცავს სიცოცხლისთვის არსებით ელემენტებს - წყალს, თიხას, სულფატებსა და სხვა მინერალებს. ”ნასა” აცხადებს, რომ ”კურიოსიტი” მეორე ღრმულს მაისში გაბურღავს ორგანული ნაერთების მოსაძიებლად.
XS
SM
MD
LG